about
ვარია

ჩვენ შესახებ

 „ვარია“_ს მწარმოებელი კომპანია „გეო პროდუქტი“ საგარეჯოს ტერიტორიაზე მდებარე მეფრინველეობის კომპლექსია, რომელიც ფლობს საკუთარ  საფრინველეს და საკვებ-დამამზადებელ საამქროს, სადაც მაღალკვალიფიციური პერსონალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში  უზრუნველყოფს  ჯანსაღ საკვებზე გაზრდილი წიწილის ნედლი პროდუქტის სახით მომხმარებლისთვის მიწოდებას. აღსანიშნავია წიწილის ზრდის პროცესის ხანგრძლივობა, რომელიც ხელოვნურად არ არის დაჩქარებული და მაქსიმალურად ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საკვებით მიმდინარეობს. პროდუქტის ხარისხს უმეტესწილად განაპირობებს HACCP-ის სტანდარტი, რომელიც ზედმიწევნით დაცულია სასაკლაოში.
 
კომპანიას ემსახურება კუთვნილი სადისტრიბუციო ქსელი, ტემპერატურული კონტროლის რეჟიმით აღჭურვილი მანქანებით, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებს პროდუქტის უსაფრთხო მიწოდებას მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და კომპანიის საკუთრებაში არსებულ მანქანა-მაღაზიებში.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მანქანა-მაღაზიები ამ ეტაპზე განთავსებულია საგარეჯოსა და სართიჭალის ტერიტორიაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. მაღაზიებში შესაძლებელია როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი ნედლი ქათმის და კვერცხის შეძენა.
 

ჩვენ შესახებ